დაწყებითების კათედრა
დაწყებითების კათედრა
დაწყებითების კათედრა ყოველწლიურად ადგენს წლის სამუშაო გეგმას, ირჩევს გრიფირებულ სახელმძღვანელოებს, დამხმარე მასალებს, ინტერნეტ რესურსებსა და თვალსაჩინოებებს. კათედრაზე „ პროექტული სწავლების „ ფარგლებში წლის მანძილზე დაგეგმილი პროექტებისა და გამოფენების თემატიკა განისაზღვრება .
კათედრის მიზანია , ბავშვებს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი ჩამოვუყაალიბოთ:
- გამოვუმუშაოთ სასწავლო უნარ-ჩვევები, ვასწავლოთ სწავლა.
- განვუვითაროთ ძირითადი უნარები: წერა, კითხვა, თვლა, ანგარიში, მოსმენა , აზრის გამოთქმა, თხრობა, საუბარი.
- განვუვითაროთ წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა და დამოუკიდებლად აზროვნების უნარი.
შეფასება და „წარმატების პრეზენტაცია“
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები იყენებენ „განმავითარებელ შეფასებას“, რომელსაც სიტყვიერი შეფასების სახე აქვს. კონკრეტული დავალებისთვის განსაზღვრულია შეფასების რუბრიკები, ცხრილის სახით. ყოველი თვის ბოლოს მოსწავლეების პროგრესის დასადგენად. წინასწარ განსაზღვრული ტესტების მიხედვით სადიაგნოსტიკო შეფასება ტარდება.
„ წარმატების პრეზენტაცია“ მოსწავლეთა შეფასების მთავარი სტრატეგიაა:
წელიწადში ორჯერ, სემესტრის ბოლოს, მოსწავლეები განვლილ მასალაზე დაყრდნობით მშობლებისთვის ინდივიდუალურ პრეზენტაციას მართავენ. ამ სახალისო აქტივობით , ბავშვები წერის, კითხვის, მეტყველების, პრეზენტაციის უნარებს წარმოაჩენენ. „წარმატების პრეზენტაცია“ მშობლებს ეხმარება სასწავლო პროგრამისა და მეთოდების ეფექტურობაში დარწმუნდნენ.
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მიზანია:
- მოზარდის ძირითადი სამეტყველო უნარების (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) განვითარება;
- წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურის გამომუშავება;
- საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარის განვითარება;
- დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარის ჩამოყალიბება;
- კითხვის მიმართ დადებითი განწყობის ჩამოყალიბება;
- ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარის გამომუშავება;
- ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურის, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესის, გაცნობიერება.
მათემატიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კათედრა
მათემატიკის სწავლების მიზანია:
მოამზადოს მოსწავლეები ხვალინდელი დღისთვის, რათა შეძლებონ სწრაფად შეეგუონ, აღიქვან, გამოიკვლიონ და აითვისონ სწრაფადცვალებადი ტექნოლოგიები და მათი გამოყენების უნარები.
- მოსწავლის აზროვნების უნარის განვითარება;
- შეხედულებათა დასაბუთების, მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის უნარის ჩამოყალიბება;
- მათემატიკის, როგორც მეცნიერების უნივერსალური ენის ათვისება;
- ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის გამოყენების უნარის განვითარება.
უცხო ენისა და ლიტერატურის კათედრა
კათედრის მიზანია მოსწავლეს სხვადასხვა კომპეტენციის გაღრმავების გზით ენების ეფექტურად სწავლის უნარი განვუვუვითაროთ:
- სამეტყველო უნარები (მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი) ორ უცხოურ ენაზე;
- სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციის უნარი;
- ზენობრივ-კულტურული მრავალფეროვნებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება;
- განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების გაგების უნარი;
- კომუნიკაციის, ანალიზის, კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობისა და სხვა აუცილებელი უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარებათ მსოფლიო საზოგადოების სრულყოფილ წევრად ჩამოყალიბებაში.
ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა
ისტორიისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედობითობასა და კვლევის უნარს.
კათედრის მიზანია
- დაეხმაროს მოსწავლეს აღიქვას სამყარო მთლიანობაში და განსაზღვროს საქართველოს ადგილი მსოფლიო პროცესებში;
- ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტ, პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებას;
- დაეხმაროს მოსწავლეს კულტურული, ესთეტიკური და სულიერი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სწავლების კათედრის მიზნებია:
- მოსწავლესგააცნოს ცოცხალი სამყარო, იქ მიმდინარე ურთულესი ბიოლოგიური პროცესები.
- აგრძნობინოს საკუთარი პასუხისმგებლობა ცოცხალი სამყაროს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და განვითარების საქმეში.
- ჩამოუყალიბოს მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს გაითავისოს ცოცხალი ბუნება, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, რათა მისი გადარჩენისათვის აქტიურად იბრძოლოს.
სახვითი, გამოყენებითი ხელოვნებისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრა
კათერის მიზანის მოსწავლის შემოქმედებით საქმიანობაში ჩაბმა და ამ გზით მისთვის ესთეტიკური განცდის და წარმოსახვის უნარის განვითარება:
- ხელოვნების ნიმუშების აღქმის უნარის ჩამოყალიბება და ამ ნიადაგზე მუდმივი ინტერესისა და სიყვარულის გაღვივება ხელოვნებისადმი
- ხელოვნების უნივერსალური ენის შესწავლა და მისი საშუალებით ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ ფასეულობებთან ზიარება, სამყაროს ერთიანობის განცდის ჩამოყალიბება
- გარემოს ესთეტიკური აღქმისა და მოწესრიგების უნარ-ჩვევების გამომუშავება
- შემოქმედებითი საქმიანობის ტექნიკურ საშუალებათა დაუფლება და შრომის უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება.