სიახლეები

ერასმუს პლუსის გაცვლით პროგრამაში მწავნე სკოლის მასწავლებლები მონაწილეობენ

 

HEALTHY MIND - HEALTHY RELATIONSHIPS

მწვანე სკოლის ინგლისური ენის მიმართულების მასწავლებლებს განსაკუთრებული შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ ერასმუს პლუსის გაცვლით პროგრამაში, რომელიც მიზნად ისახავს მენტალური კეთილდღეობის გაძლიერებას, ჯანსაღი ურთიერთობებისა და კომუნიკაციების ჩამოყალიბებას.

პროექტი გაიმართა უნგრეთში , ბალატონკერესტურში. საქართველოს წარმომადგენელ გუნდთან ერთად პროექტში მონაწილეობს 6 ქვეყანა : იტალია , შვედეთი , ესპანეთი , თურქეთი, უნგრეთი, დანია

პროექტის ფარგლებში მონაწილეები ჩაერთვებიან ინტერაქტიულ ვორქშოპებში, ჯგუფურ განხილვებსა და არაფორმალურ აქტივობებში. 

პროექტის განამვლობაში მონაწილეები: 

  • გაიგებენ, თუ როგორ არის

დაკავშირებული მენტალური ჯანმრთელობა და ურთიერთობები ერთმანრთთან.

* გაეცნობიან თუ რამდენად მნიშვნელოვანია მენტალური კეთილდღეობა სასკოლო საზოგადოებაში ჩართული პირებისთვის

  • ისწავლიან ტოქსიკური ქცევებისა და მავნე შაბლონების ამოცნობასა და თავიდან არიდებას
  • განივითარებენ ემოციურ ინტელექტს და თვითშეგნებას
  • ერთმანეთს გაუზიარებენ განსხვავებულ კულტურულ გამოცდილებას

პროექტი ხორციელდება Erasmus+ პროგრამის ფარგლებში. მისი ორგანიზატორი არის Dynamic Youth Association (უნგრეთი) ხოლო გამგზავნი ორგანიზაცია YCCD Georgia (საქართველო) . 

Erasmus+ არის ევროკავშირის პროგრამა განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში. პროგრამა მიზნად ისახავს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის წახალისებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.

 

Facebook გვერდი

ერასმუს პლუსის გაცვლითი პროგრამა შვედეთში მწვანე სკოლის ომსწავლეების მონაწილეობით

 

13-20 ივნისს მწვანე სკოლის ქართული გუნდი მონაწილეობდა ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში, რომელმაც თავი მოუყარა 25 ახალგაზრდა მონაწილესა და ჯგუფის ლიდერს შვედეთიდან, ესპანეთიდან, ესტონეთიდან და საქართველოდან. 

პროექტი "Be Employable begins with connections & culture" განხორციელდა კოპარბერგში, შვედეთში.

მონაწილეებმა ერთად შეისწავლეს, თუ რას ნიშნავს დღევანდელ შრომის ბაზარზე დასაქმებულის სტატუსის შენარჩუნება, როგორ გავხდეთ უფრო მოთხოვნადი კანდიდატი დამსაქმებლისთვის - ეფექტური სააპლიკაციო წერილების შექმნიდან დაწყებული, სამუშაო გასაუბრებებზე წარმატების მიღწევით დამთავრებული.

ეს პროექტი საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა ჩვენი მოსწავლეებისთვის, და შესაბამისად, მათ გადაწყვიტეს, მიღებული სრულიად ახალი გამოცდილება და მიდგომები გაეზიარებინათ სკოლის სდაინტერესებული საზოგადოებისთვის - თანატოლებისა და მასწავლებლებისთვის.

მონაწილეებმა ხალისით უპასუხეს ყველა დასმულ შეკითხვას დაკავშირებულს ერასმუსის პროგრამებთან, კონკრეტულად პროექტან ან მოგზაურობასთან. Erasmus+ ეს პროექტი პირველი გამოცდილებაა სკოლის ახალგაზრდებისთვის ევროპის ქვეყანაში, და იმედს ვიტოვებთ, მომავალშიც მოგვეცემა შანსი სკოლას, ჩავერთოთ სხვა საინტერესო პროექტშიც.

Erasmus+ არის ევროკავშირის პროგრამა განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში. პროგრამა მიზნად ისახავს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის წახალისებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.

განსაკუთრებული მადლობა პარტნიორ ორგანიზაცია YCCD Georgia-ს ეფექტური თანამშრომლობისთვის! 

#yccdgeorgia

#ErasmusPlus

#awesomepeople

Facebook გვერდი